ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

3/5/2022

აშშ-ში შესაძლოა აბორტის უფლება აიკრძალოს

Comments

Read Now
 
Picture
აშშ-ში შესაძლოა, აბორტის უფლება აიკრძალოს, – იუწყება Politico.

მისი ცნობით, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ აბორტის უპირობო უფლების შესახებ 50 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

დოკუმენტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, რომელიც Politico –მ მოიპოვა აღნიშნული უფლების გაუქმებას მოსამართლეთა უმრავლესობა უჭერს მხარს. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ ჩამონათვალს.

"დოკუმენტში ნათქვამია, რომ აბორტების თაობაზე გადაწყვეტილება ხალხის მიერ არჩეულებმა უნდა მიიღონ, რაც ტექნიკურად ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება შტატების პარლამენტების დონეზე მიიღება. თუ უზენაესი სასამართლო თებერვლით დათარიღებულ პროექტს დაუჭერს მხარს, აშშ-ში ქალები დაკარგავენ ფედერალური კონსტიტუციით გარანტირებულ აბორტის უფლებას და შტატებს შეეძლებათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, შეზღუდავენ თუ არა საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ამ საკითხს.

ოქტომბერში აბორტის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაცია "გუტმახერმა" განაცხადა, რომ თუ აბორტის აკრძალვის თემა შტატების დონეზე დავა, აბორტები შეიძლება არალეგალური გახდეს ამერიკის 50-დან 26 შტატში.

აბორტის აკრძალვის თემა აშშ-ის საზოგადოებაში ტრადიციულად ძლიერ პოლარიზაციას იწვევს. მოელიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პროტესტის ტალღას გამოიწვევს

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი