ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

8/4/2022

იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ

Comments

Read Now
 
Picture
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ცვლილება იურიდიული დახმარების წვდომის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. „ქვეყანაში იურიდიული დახმარების წვდომის ხარისხი გაუმჯობესდება იმ პირთათვის, რომლებიც არიან, ერთი მხრივ, სოციალურად დაუცველი და, მეორე მხრივ, ოჯახური ძალადობის დანაშაულთა მსხვერპლი და ესაჭიროებათ იურიდიული დახმარება. შესაბამისად, ამ კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფისთვის გათვალისწინებულია უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიუხედავად, ზოგიერთი კატეგორიის პირებს შეიძლება ოჯახურ ფინანსებზე ხელი არ მიუწვდებოდეთ და ეს განიხილებოდეს როგორც ოჯახური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა და კატეგორია. ამ შემთხვევებისთვისაც იქნება ნებადართული იურიდიული დახმარებაზე ხელმისაწვდომობა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანონპროექტი კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი