ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

25/5/2022

მედიაცია, როგორც სამოქალაქო განათლების შემადგენელი

Comments

Read Now
 
Picture
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა სასწავლო დაწესებულებებში მედიაციის, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვასთან დაკავშირებით. ამ საკითხის თაობაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს შეხვდნენ.

„დღეს მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, შევხვდით მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს და განვიხილეთ ახალი ინტიტუციის - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის სწავლების დანერგვის საკითხი სკოლებში სამოქალაქო განათლების ფარგლებში, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი უფლება და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იცოდნენ ამ ინსტიტუციის მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც კონფლიქტის მხარეებს საშუალებას აძლევს ურთიერთშეთანხმებით დაასრულონ დავა და შეთანხმება იყოს მათ ინტერესზე მორგებული. პროფესიონალი მედიატორები სწორედ ამაში ეხმარებიან დავის მხარეებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუციას ადრეული ასაკიდანვე ეცნობოდნენ ჩვენი მოქალაქეები.

„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის, როგორც დისციპლინის სწავლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რათა ჩვენ მივიღოთ მოქალაქე, რომელმაც ჯერ კიდევ სასწავლო მერხიდან იცის დავის გადაწყვეტის აღნიშნული მექანიზმის თაობაზე. ამითი ჩვენ მოვახდენთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ მოქალაქეებს ეცოდინებათ დავის წარმოშობამდე თუ როგორ უნდა მართონ მათი კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულების სწავლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“, - განაცხადა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე დასახეს გეგმები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნული დისციპლინის ინტეგრირება სასწავლო კომპონენტად.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი