ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

21/6/2022

ქალებისა და გოგონებისათვის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა

Comments

Read Now
 
Picture
​გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალებისა და გოგონებისათვის ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის შესახებ თემატური მოკვლევა დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საბჭომ თემატური მოკვლევის ჯგუფი დანიშნა, რომელმაც მთავარ მომხსენებლად ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ხათუნა კვიციანი აირჩია.

მათივე ცნობით, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები, ასევე, არიან: ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, რიმა ბერაძე, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი.

ხათუნა კვიციანის განცხადებით, სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიშის – „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება“ თანახმად, გამოიკვეთა რიგი ინფრასტრუქტურული გამოწვევები და პრობლემები ქალებისთვის და ზოგადად, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„ქალები, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაციაზე, სოფლის შიდა სავალი გზების შეკეთებაზე, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შეკრების სივრცის მოწესრიგებაზე, წყლის ხარისხსა და მიწოდების საკითხზე, კანალიზაციასა და სარწყავ არხებზე, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების აღრიცხვასა და ზრუნვაზე, ასევე, ელექტროენერგიასა და გაზიფიცირებაზე. შესაბამისად, ჩვენი თემატური მოკვლევაც ამ მიმართულებებით იმუშავებს“, – აღნიშნა თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი