ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

26/3/2022

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა

Comments

Read Now
 
Picture
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა
 
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, საქართველოს მოუწია რიგი პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების გამოყენება, რაც რიგ შემთხვევებში დაკავშირებული იყო ადამიანის ცალკეული უფლებების შეზღუდვასთან.

შეზღუდვები შეეხო პატიმრობაში მყოფ პირებსაც, რომლებსაც თავისი სტატუსიდან გამომდინარე, ისედაც შეზღუდული აქვთ მთელი რიგი უფლებები.

მომხსენებლის განცხადებით, პანდემიით შექმნილი მდგომარეობა მათთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა, რის გამოც სახელმწიფო, სამართლიანი კომპენსირების მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდს სასჯელის მოხდის ვადაში ჩავუთვლით განსხვავებული წესით.

„კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან 25 მაისამდე, ასევე, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში იმყოფებოდა პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდადებულის სტატუსით და რომლებსაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეეზღუდათ პატიმრობის კოდექსით გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით - პატიმრობაში ყოფნის 4 დღე: სასჯელის მოხდის 5 დღე. „ამნისტიის აქტი გავრცელდება 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, დანაშაულის ჩამდენი პირი არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი