ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

26/4/2022

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ინიციატივა და მოითხოვოს მისი ინიციატივის განხილვა.

სამწუხაროდ, საქართველოში მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა არ ფლობს სათანადო ინფორმაციას საკანონმდებლო ინიციატივის უფლების შესახებ; 

ალბათ, სწორედ ინფორმაციის დეფიციტით აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ უფლებით ძალზე იშვიათად სარგებლობენ,

 კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი გარემოება მოქალაქეთა არაინფორმირებულობაა. 

 ხელისუფლებამ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს საკანონმდებლო პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხოლო კანონშემოქმედებითი პროცესი, პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

თავად საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მოიცავს:

  • თავად საკანონმდებლო ინიციატივას
  • საკანონმდებლო წინადადებას, როგორც ინიციატივის გამოხატულებას
  • პეტიციის წარდგენას, ასევე როგორც ინიციატივის გამოხატულებას

 საკანონმდებლო ინიციატივასა და საკანონმდებლო წინადადებას შორის ძირითადი სხვაობა მათ წარმდგენ პირებში მდგომარეობს,  ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივას უკვე კანონპროექტის სახე აქვს, ხოლო საკანონმდებლო წინადადება არის კანონის ზოგადი იდეა ან კონცეფცია.

საკანონმდებლო ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას; პარლამენტის წევრს; პარლამენტის კომიტეტს; პარლამენტის ფრაქციას; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს; საინიციატივო ჯგუფს რისთვისაც მას სჭირდება არანაკლებ 30,000 ამომრჩეველის ხელმოწერა.  

საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა 

  • იქმნება არანაკლებ 5 პირისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი
  • საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავს პარლამენტის ბიუროს. მიმართვას თან ერთვის კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირადი მონაცემები.
  • პარლამენტის ბიურო განცხადებას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რეგისტრაციაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფს სარეგისტრაციო მოწმობას გადასცემს.
  • სარეგისტრაციო მოწმობის მიღების შემდეგ საინიციატივო ჯგუფი კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
  • საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერილ ფურცელს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო ფურცელს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს.
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და რაოდენობას (რომელიც 30,000-ზე ნაკლები არ უნდა იყოს).
  • ხელმოწერების საჭირო რაოდენობის და ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს, ხოლო ხელმოწერების ფურცელი საორგანიზაციო დეპარტამენტს.
  • 30000 ამომრჩევლის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად პარლამენტში გამოდის საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო თანამომხსენებლად − წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი.

საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის არმქონე პირის  მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილებების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.

საკანონმდებლო წინადადების წარდგენა

  • საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფო ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს.
  • საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს.
  • პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს კომიტეტებს და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს (კომიტეტი, რომელსაც საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი კანონპრეოქტის მომაზადება დაევალება).
  • წამყვანი კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შემუშავებულ კანონპრეოქტს გადასცემს პარლამენტის ბიუროს, რომელიც თავის მხრივ, შეიტანს მისთვის წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.

მოქალაქეს ასევე შეუძლია მიმართოს უშუალოდ პარლამენტის წევრს და გააცნოს მას კანონპროექტის იდეა. იდეის მოწონების შემთხვევაში, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს პარლამენტს. 

პეტიცია არის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, პირთა ჯგუფის წერილობითი მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივ ან საერთო პრობლემებიდან გამომდინარე საკითხებს. 

პეტიციის წარდგენა

  • იწერება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და აღირიცხება სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში.
  • შესასწავლად და განსახილველად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას.
  • კომიტეტი ან დროებითი კომისია პეტიციასთან დაკავშირებით შემდეგ გადაწყვეტილებათაგან ერთ-ერთს იღებს: 1. განიხილავს პეტიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე; 2. უგზავნის პეტიციას შესაბამის სამინისტროს, უწყებას; 3. მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის განხილვას.
  • პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვისათვის, შესაბამისი კომიტეტი ან დროებითი კომისია პარლამენტის ბიუროს პეტიციასთან დაკავშირებით დასკვნას წარუდგენს.
  • პეტიციის სამინისტროსათვის ან სხვა უწყებისათვის გაგზავნის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში პეტიციასთან დაკავშირებით პასუხს მის ავტორს და შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას აცნობებს.
  • პეტიციის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას, რეზოლუციას ან სხვა გადაწყვეტილებას.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი