ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

26/4/2022

საქართველო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე ასამბლეის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა. დეპუტატმა პრევენციის ევროპული კომიტეტის შერჩეულ კანდიდატებისა და შესარჩევად გატარებული სამართლებრივი რეფორმის შესახებ ისაუბრა.

„გივი მიქანაძემ, ასევე, მიმოიხილა 2021 წელს, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, რაც ქვეკომიტეტის მიერ დადებითად იქნა შეფასებული. ქვეკომიტეტის მიერ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოდან შერჩეულ კანდიდატებს და მათ გამოცდილებას, რისთვისაც საქართველოს პარლამენტის შესარჩევ კომისიას ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ლიბინა-ეგნერემ მადლობა გადაუხადა.

ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელსაც მხარი ასევე დაუჭირა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტმაც, წევრობაზე რეკომენდაცია გაეწია შესარჩევი კომისიის მიერ პირველ ნომრად წარდგენილ კომიტეტის მოქმედ წევრს - თინათინ უფლისაშვილს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი