ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

19/4/2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების ეფექტიანობა

Comments

Read Now
 
Picture
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის შესწავლის მიზნით დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის თავისუფლების, როგორც სხვა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების ერთ-ერთი საფუძვლის მნიშვნელობაზე.

კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს ყოველი წლის 10 დეკემბერს ანგარიში საჯარო ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. ანგარიში წარედგინება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, 2021 წელს წარმოდგენილია 2333 ასეთი ანგარიში, 2018 წელს -2182. ამ უკანასკნელთაგან 1908 იყო სკოლა, როგორც საჯარო დაწესებულება.

„ანგარიშების სიმრავლე, რა თქმა უნდა, პრობლემებს ქმნის, რადგან მას სჭირდება დამუშავება და განზოგადება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, არ არსებოს პრეცედენტი, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ საჯარო დაწესებულებები, ანგარიში წარმოედგინოს, რადგან ისინი ვალდებულად თავს არ თვლიან.

მისივე მოსაზრებით, მოქმედ კანონმდებლობაში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რა არის ამ ანგარიშგების სისტემის მთავარი ფუნქცია და დანიშნულება. „ანგარიშის მთავარი ფუნქციაა, შეფასდეს სად ვართ ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით და რა გამოწვევები არსებობს, რა მიმართულებით, რამდენად და როგორ შეიძლება განვავითაროთ ინფორმაციის თავისუფლება ქვეყანაში“,- განაცხადა მომხსენებელმა.

დასკვნაზე მსჯელობა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომიტეტი აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობას აგრძელებს.
​
ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც დასკვნაშია გაცემული, არის სამუშაო ჯგუფის შექმნა და თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევების ირგვლივ კონკრეტულ სამართლებრივ რეფორმებზე მუშაობა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი