ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

5/4/2022

ახალი სტრატეგია ქალების გაძლიერებისთვის

Comments

Read Now
 
Picture
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლიბერთის ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.

შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ.

აღნიშნული ინიციატივა ასევე მოიცავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობასა და იმ საბანკო სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას , რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

ამჯერად შეხვედრა ქედაში გაიმართა და ქედის მუნიციპალიტში მცხოვრები ის ქალები ესწრებოდნენ, რომლებიც ჩართული არიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში „საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა (ENPARD III)“ შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს. ჩვენი ახალი სტრატეგია არაერთ სიახლესთან ერთად, ქალების მუდმივ მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას გულისხმობს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შეთავაზება და რეგიონში აგრობიზნესის განვითარებაა.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი