ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

8/6/2022

უფასო იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის საქმეზე გადახდისუუნარო დაზარალებულს

Comments

Read Now
 
Picture
​პარლამენტმა მუხლობრივად იმსჯელა და მეორე მოსმენით „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი ერთხმად, 80 ხმით დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, გადახდისუუნარო დაზარალებულს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე.

ანალოგიური უფლება მიენიჭება იმ დაზარალებულსაც, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, თუმცა მის მიმართ სახეზე იქნება საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრული გარემოებებიდან ერთ-ერთი.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი