ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

23/5/2022

გაერო: იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა

Comments

Read Now
 
Picture
​გაეროს ინფორმაციით, იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებიც იძულებულები გახდნენ გაექცნენ კონფლიქტებს, ძალადობას, ადამიანის უფლებათა დარღვევასა და დევნას ისტორიაში პირველად 100 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარის (UNHCR), ფილიპო გრანდის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გრანდი აღნიშნავს, რომ ამას ხელი შეუწყო უკრაინაში მიმდინარე ომმა და სხვა კონფლიქტებმა. „ეს არის რეკორდი, რომელიც არასოდეს უნდა დამყარებულიყო. ჩვენთვის ეს გამომაფხიზლებელი ზარი უნდა გახდეს, რათა მოვაგვაროთ და თავიდან ავიცილოთ დამანგრეველი კონფლიქტები, დავასრულოთ დევნა და ყველა ის მიზეზი, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს აიძულებს საკუთარი სახლები დატოვოს“, - გაანაცხადა გრანდიმ.

UNHCR-ის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 8 მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანი დაფიქსირდა, 6 მილიონი კი ქვეყნიდან გავიდა.

გაეროს შარშანდელი მონაცემებით, მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 90 მილიონს შეადგენდა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი