ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

13/5/2022

თურქმენეთში წყვილებს სიყვარულის გამოხატვისთვის აკავებენ

Comments

Read Now
 
Picture
​თურქმენეთში წყვილებს აკავებენ სიყვარულის საჯარო დემონსტრირებისთვის. მაგალითად, როგორიცაა სკამზე ერთად ჯდომა ან ხელჩაკიდებული გადაადგილება. მსგავსი შემთხვევების შესახებ რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურისთვის გახდა ცნობილი.

თურქმენეთის ქალაქ მერიში დაკავების შესახებ ჟურნალისტებს ადგილობრივმა მცხოვრებმა უამბო.

მისი თქმით, ის განყოფილებაში ხელბორკილებით გადაიყვანეს, რადგან მას და მის მეუღლეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ერთმანეთისთვის ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული.

"მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გავედით. ჩვენთან ახლოს პოლიციის მანქანა გაჩერდა და გვითხრეს, ჩავმსხდარიყავით მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში მივსულიყავით ახსნა-განმარტების მისაცემად", - ამბობს მერის მცხოვრები და დასძენს, რომ ისინი ცალ-ცალკე დაკითხეს.

მამაკაცი ამბობს, რომ ახლობელს ქორწინების მოწმობის მოტანა მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილს იურიდიული ურთიერთობა ჰქონდა, პოლიციამ მათ ლექციის მოსმენა უბრძანა ტრადიციულ თურქმენულ ღირებულებებზე. მერის მკვიდრის თქმით, პოლიციის განყოფილებაში იმ წუთებში კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო, რომლებიც ქალაქის ქუჩებში მსგავსი „დანაშაულისთვის“ დააკავეს.

ირკვევა, რომ ლექცია ძირითადად ქალებს ეხებოდა, რომლებიც „უწესობაში“ და „მამაკაცისთვის ხელის ჩაკედებისას მიღებული წესის დარღვევაში“ ადანაშაულებდნენ.

დაკავებულები მას შემდეგ გაათავისულეს, რაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სიყვარულს საჯაროდ აღარ გამოხატავენ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი