ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

13/5/2022

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება

Comments

Read Now
 
Picture
​გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი დაუჭირა 33-მა ქვეყანამ, 12-მა თავი შეიკავა. ჩინეთი და ერითრეა აღმოჩნდა ის ორი ქვეყანა, რომლებმაც დოკუმენტის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ჩინეთის წარმომადგენელმა ინიციატივას პოლიტიზებული უწოდა და განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია უკრაინაში დაძაბულობას ამწვავებს.

საბჭოს წევრებს ვიდეოხიდის საშუალებით კიევიდან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, უკრაინამ სრული საშინელების ათი კვირა გადაიტანა. როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, ბოლო კვირების განმავლობაში კიევის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში აღმოჩენილი იყო ათასობით ცხედარი. მათი ნაწილი, როგორც ვარაუდობენ, სიკვდილით დასაჯეს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს.

რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა გაერო-ში რუსეთის ელჩი. მან დოკუმენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების ნაცვლად, კოლექტიური დასავლეთი რუსეთის დემონიზებას ცდილობს“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან აპრილში გარიცხეს.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი