ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

8/5/2022

თურქმენეთმა ქალის გარეგნობასა და გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა

Comments

Read Now
 
Picture
თურქმენეთში ქალებს აუკრძალეს: მოტმასნილი ტანსაცმლის ტარება, თმის შეღებვა, ასევე ისეთი აქსესუარების გამოყენება, როგორიცაა ხელოვნული წამწამები და ფრჩხილები.

ამ ახალი აკრძალვის - რომელიც თალიბანის სტილშია გადაწყვეტილი - ფარგლებში, თურქმენეთის პოლიტიკა ასევე კრძალავს, მანქანაში ჩაისვან ქალი, რომელიც მათი ნათესავია არაა. ქალებს ასევე ეკრძალებათ მძღოლის გვერდით დასხდომა.

ქალებისთვის დამატებითი აკრძალვებია ესთეტიკური ქირურგიის კუთხით, მაგალითად, მკერდის და ტუჩების გადიდება ან წარბების მიკრობლეიდინგი, რაც თურქმენეთის გოგოებში ძალიან პოპულარულია.

წინა კვირას ათობით ქალმა დაკარგა სამსახური იმის გამო, რომ მათ გაკეთებული აქვთ მკერდის ინპლანტი ან ტუჩები აქვთ გადიდებული.

არაფორმალური შეზღუდვები ცენტრალური აზიის მკაცრად კონტროლირებად ქვეყანაში ძალაში ამ თვეში შევიდა, მას შემდეგ, რაც ახალმა პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა არჩევნების შემდეგ საკუთარი მამა შეცვალა.

უამრავმა ადამიანმა იხილა, თუ როგორ აწყობდნენ უპრეცედენტო რეიდებს აშხაბადისა და სხვა ქალაქების საჯარო ადგილებსა და ოფისებში. პოლიცია ამოწმებდა, ატარებდნენ თუ არა ქალები ხელოვნულ წამწამებს ან ფრჩხილებს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი