ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

18/3/2022

„ნაცმოძრაობამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს მოღალატეობრივი კამპანიისთვის

Comments

Read Now
 
Picture
„ნაცმოძრაობისა“ და მისი დანაყოფების რომელიმე ინიციატივა ოდნავ სერიოზულად რომ განვიხილოთ, მათ ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ჰიბრიდული ომისთვის, ბინძური და მოღალატეობრივი კამპანიისთვის, რაც აქამდე აწარმოეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ნაცმოძრაობისა“ და მისი დანაყოფების რომელიმე ინიციატივა ოდნავ სერიოზულად რომ განვიხილოთ, მათ ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ჰიბრიდული ომისთვის, ბინძური და მოღალატეობრივი კამპანიისთვის, რაც აქამდე აწარმოეს და უნდა მიხვდნენ, რომ ბევრი მათი ე.წ. ნარატივი აზიანებს საქართველოს ინტერესებსა და როგორც მათ ჰგონიათ, არამხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს.

ძალიან სერიოზული უხერხულობაა, რომელსაც ხან ფორმალურსა და ხან პრაქტიკულსა და რეალურს უწოდებენ, იმას, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებას დღეს გაწვეული ჰყავს ელჩი საქართველოდან.

ასევე, ასეთი საკითხები არ არის რომელიმე ქვეყნის ოპოზიციისა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლების შესათანხმებელი. მსგავსი საკითხები ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის უნდა შეთანხმდეს. აქედან გამომდინარე, ხატია დეკანოიძის პირადი კონტაქტები, უფრო სწორად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს რაშიც უკვე აქვს გამოყენებული პირადი კონტაქტები და გავლენები უკრაინაში, ეს უკვე გაშიფრულია. ახლა ვითომ, პიარულ და პოპულისტურ სვლებს თავი დაანებონ“, - განაცხადა მდინარაძემ.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი