ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

2/6/2022

ჩვენი კონსტიტუცია ადგენს თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სასამართლო

Comments

Read Now
 
Picture
​“როდესაც სასამართლო ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი კონსტიტუცია ადგენს ძირითად გარანტიებს იმისა, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სასამართლო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების შესაძლებლობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ძირს გამოუთხრიდა.

“ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. პოლიტიკურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება, იქნება ეს ოპოზიციაზე თუ მმართველ ძალაზე, რასაკვირველია, მიუღებელია. ის, რაც თავის დროზე იყო შემოთავაზებული და აქტიურად პროპაგანდირებული, რომ ოპოზიციას ჰქონოდა ქმედითი ბერკეტი, უშუალოდ ზემოქმედების შესაძლებლობა სასამართლო ხელისუფლებაში გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, საკადრო საკითხებზე და ა.შ, ეს აბსოლუტურად ძირს გამოუთხრიდა მთლიანად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, როგორც სასამართლო ხელისუფლების გამართული ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი