ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

19/5/2022

ოპოზიციის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნიათ

Comments

Read Now
 
Picture
​ოპოზიციის აქცენტები იმაზე კეთდება, რომ რაღაც ერთი კონკრეტული მოვლენისგან შექმნან ისეთი მუხტი, რომელმაც უნდა ააფეთქოს და ამოატრიალოს ხელისუფლება. ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმატის ცვლილების გამოყენება დაიწყეს ამისთვის და აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება ნახევარ საათიანი თუ ერთ საათიანი “ფეიკებით” რევოლუციის მოწყობა, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სისტემური ხედვა და პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნია.

“ოპოზიციის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სისტემური ხედვა, პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნიათ. სისტემურად რომ ავიღოთ საქართველო და მისი პოლიტიკა გაცილებით წინ არის თავის ამომრჩევლიანად, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი. სხვა კონსტიტუციაში ვცხოვრობთ, სხვა ინსტიტუციური მდგრადობა მოიპოვა ამ ქვეყანამ და პოლიტიკური კულტურა, მათ შორის, საზოგადოებაში სულ სხვანაირია, გაიზარდა და ადვილად აღარ სჯერა ადამიანებს იმ პროპაგანდის, რა პროპაგანდითაც უნდათ რევოლუციის მოწყობა. მათი პოლიტიკა ვერ პოვებს აღქმას მოსახლეობაში – ვერც საარჩევნო თვალსაზრისით და ვერც ე.წ რევოლუციური სცენარების მოწყობის თვალსაზრისით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი