ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

26/1/2022

საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი

Comments

Read Now
 
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში შედგება. შალვა პაპუაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ალიანსის შტაბბინაში აქვს სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა, რაც ადასტურებს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას.

„ეს ვიზიტი რა თქმა უნდა ემთხვევა იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, როდესაც ნატოს მოკავშირეები და ასპირანტები ერთობლივად ცდილობენ იმ საფრთხეების შეკავებას, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვიზიტს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველო არის ალიანსის ყველაზე თავსებადი ასპირანტი პარტნიორი სახელმწიფო, რომელსაც ალიანსთან აქვს განსაკუთრებული თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, რომელმაც მიაღწია დღემდე ყველა დროის მაქსიმუმს.

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში და გონივრულ ვადებში იქნას სისრულეში მოყვანლი”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი