ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

15/2/2022

სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით

Comments

Read Now
 
Picture
სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით ასობით ადამიანის გამაუპატიურებლები და როგორ გინდათ ერთად ვიყოთ, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია.

„ღირსებაზე გვესაუბრებიან, უმაღლესი ღირსების გამოვლინება იყო საკუთარი სამხედროებისთვის ომის დაწყება და კასეტური ბომბებით დაბომბვა, რეზოლუციის ხელმოწერა, დღემდე ვერ გაუციათ პასუხი. უმაღლესი ღირსების გამოვლინება იყო რომ ლიდერად ერთ ადამიანს ემსახურებით, უმაღლესი ღირსების გამოვლინება იყო, თავისი კოლეგა, სხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი რომ მიატოვა და საკუთარ დაცვას გაასწრო. ეს შემოპარვა რომ გგონიათ ვაჟკაცობად ჩავუთვალოთ, ჩამოვიდა და ჩაბარდა სამშობლოსთვის იღწვის. როგორ შემოიპარა იმ არეულობისთვის, რომელიც ვერ მოახერხა და დაკავეს? კი არ ჩაბარდა დააკავეს. ასეთი სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით, ასობით ადამიანის გამაუპატიურებლები და როგორ გინდათ ერთად ვიყოთ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აგრძელებს სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობას.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობას. ჩემმა კოლეგებმა დღეს საკმაოდ მშვიდ გარემოში წარმოგიდგინეს თუ რა ღონისძიებებს ვატარებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ეს არის რეალობა და ფაქტი. 30-მდე სტრატეგიული ობიექტი გაყიდეთ ომის შემდეგ. მტერს ეძახით და თან 30-მდე სტრატეგიულო ობიექტი მიყიდეთ. როგორ შეიძლება თქვენზე საერთოდ საუბარი. დააფასეთ ქართველი ადამიანის შემწყნარებლობა. ამ უტიფრობას, სირცხვილს, ამორალურობას ვერავინ გაპატიებთ. შეუძლებელია თქვენი დაბრუნება ხელისუფლებაში. ერთადერთი რაც შეგიძლიათ მოინანიოთ და ჩადგეთ ამ სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში. თუ არადა გარანტირებულია თქვენი პოლიტიკური სანაგვე“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი