ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

20/6/2022

24 ივნისის გადაწყვეტილება თვისებრივად იგივე შინაარსის მატარებელი იქნება

Comments

Read Now
 
Picture
​საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება 24 ივნისს გახდება ცნობილი. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ, მათი აზრით, ევროსაბჭოს გადაწყვეტილება შინაარსობრივად იგივე დარჩება და საქართველო მიიღებს ევროპულ პერსპექტივას. მმართველი გუნდის აზრით, ევროპული პერსპექტივის მინიჭება ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ოპოზიციაში კი კვლავაც ფიქრობენ, რომ ევროპული პერსპექტივა ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენს.

„მოსალოდნელია, რომ 24 ივნისის გადაწყვეტილება თვისებრივად იგივე შინაარსის მატარებელი იქნება. შესაბამისად, კომენტარები, რომლებიც ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად გაკეთდა, კვლავაც აქტუალური და ძალაში მყოფია. ევროკომისიის გადაწყვეტილება გახლავთ იმ შინაარსის, რომელიც მომდევნო ეტაპებდა და მომდევნო ნაბიჯებს განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო გააგრძელებს ახალი სტატუსით მუშაობას შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი