ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

29/3/2022

შეუძლებელია „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს

Comments

Read Now
 
Picture
უნდა ვანუგეშო ჩვენი მოსახლეობა, რომ დიახ, ჩვენ - „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლება ვართ გარანტი ამ დაძაბულ ვითარებაში, რომ საქართველოში მშვიდობა იქნება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მიხელ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტების პარტიაა, რომელსაც დროულად უნდა გაემიჯნონ მოქალაქეები.

„თქვენს ლიდერს გუშინ როგორი გამოსვლა ჰქონდა? ისევ ჩამოგდება , ისევ დამხობა, ისევ დახრჩობა და რა სიტყვები აღარ გამოიყენა. ამას ემიჯნებით რომელიმე?“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხვა ქვეყნების ტელევიზიებიდან ამუნათებენ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას.

„რომელ ერთიანობაზე გვესაუბრებით? სად არის ერთიანობის გარანტი?“- ჰკითხა ოპოზიციონერ დეპუტატებს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ზოგიერთი ადამიანი მართლაც არის სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალული.

„ასეთ ადამიანებს მოგიწოდებთ, სანამ დროა, კარგად დაფიქრდით. არ მინდა, რომ ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ. სანამ დროა, გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია, შეუძლებელია, როდისმე ამ პარტიამ ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს და მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს გამორიცხულია . გაემიჯნეთ ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც მის გარშემო ტრიალებთ და თითქოს არ იცით, რა ხდება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი