ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

31/3/2022

უკრაინის ელჩის გაწვევაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელი ურევია

Comments

Read Now
 
Picture
უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის გაწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ალ­ბათ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ადა­მი­ან­თა იმ ჯგუ­ფის მიერ, რომ­ლე­ბიც დღეს საკ­ვან­ძო ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

ვოლ­სკი ელ­ჩის გაწ­ვე­ვას დე­მარ­შად აფა­სებს და აცხა­დებს, რომ ეს არის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის.

"არც ისე­თი გუ­ლუბ­რყვი­ლო ვართ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, და­ვი­ჯე­როთ, მხო­ლოდ იმის გამო გა­იწ­ვია ელჩი, რომ თურ­მე ია­რა­ღი ვერ მი­ი­ღო და სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­გან და მა­რო­კოს­გან, როცა უამ­რა­ვი ქვეყ­ნის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზია. ვფიქ­რობ­დი, ვფიქ­რობ და ალ­ბათ, მო­მა­ვალ­შიც ვერ შე­ვიც­ვლი აზრს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ალ­ბათ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ადა­მი­ან­თა იმ ჯგუ­ფის მიერ, რომ­ლე­ბიც დღეს საკ­ვან­ძო ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ნა­წილს, თვი­თონ ელ­ჩის გაწ­ვე­ვის ამ დე­მარშს, ვფიქ­რობ, ეს შე­უ­რა­ცხყო­ფაა არა­მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი ან­გა­რე­ბის გა­რე­შე ლუკ­მას უყოფს უკ­რა­ი­ნის და­ზა­რა­ლე­ბულ, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ინა­ხა­ვენ ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ ნა­წილს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­მე­ლიც არას­დროს უკან არ და­ი­ხევს, რომ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და­ეხ­მა­როს. არის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი, რო­მელ­ზეც სულ ახ­ლა­ხან ეუ­თოს თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა რაუმ და ასე­ვე კონ­გრეს­მე­ნე­ბის­გან შემ­დგარ­მა ჰელ­სინ­კის საბ­ჭომ უპა­სუ­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აპ­ლო­დის­მენ­ტებს იმ­სა­ხუ­რებს იმ ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის გამო, რო­მე­ლიც მან გა­უ­წია და უწევს უკ­რა­ი­ნას ამ მძი­მე დროს,"- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, თა­ვად მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რონ არა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, არა­მედ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს ზე­ლენ­სკი ან ის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, არის არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მო­კავ­ში­რე, არა­მედ მისი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი.

"რაც შე­ე­ხე­ბა ომში მყოფ პრე­ზი­დენტს, ზუს­ტა­დაც ომში მყოფ პრე­ზი­დენტს არ უნდა უპა­სუ­ხო გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, შე­იძ­ლე­ბა მე გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო, ხის­ტიც, შე­ვა­ფა­სო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ჩვენ ომში მყოფ არა პრე­ზი­დენტს, არა­მედ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს უნდა და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი, გა­ვაგ­რძე­ლოთ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, მათი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლე­ბიც ათა­სო­ბით არი­ან და გა­ვაგ­რძე­ლოთ ის მძლავ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო მიყ­ვე­ბო­და და გა­აგ­რძე­ლებს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს ზე­ლენ­სკი ან ის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც არის მო­კავ­ში­რე კი არა, შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის". სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ყველ­გან კარ­გად ეს­მით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ის­თვის უნდა გა­გაჩ­ნდეს სან­ქცი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­აჩ­ნია და ათას­გზის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბაა ალ­ბათ, წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბა რა ზა­რალ­საც მი­ი­ღებს არა მარ­ტო მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, არა­მედ პი­რა­დად თქვენ, რო­მე­ლიც შე­კი­თხვას სვამთ", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი