ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

23/1/2022

პროცესი, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ნათლად და ღიად ჩანს

Comments

Read Now
 
Picture
2020 წლის არჩევნების შემდეგ, დემოკრატიისთვის, პარლამენტარიზმისა და თავად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის იმ მავნე, დამანგრეველმა პოლიტიკამ, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, შემდეგ ბევრი პარტია ჩაიყოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე. მან თქვა, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს.

ქადაგიშვილის თქმით, ადრე თუ გვიან, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული გზა ჩიხია.

„2020 წლის არჩევნების შემდეგ, დემოკრატიისთვის, პარლამენტარიზმისა და თავად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის ის მავნე, დამანგრეველი პოლიტიკა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, შემდეგ ბევრი პარტია ჩაიყოლა ამაში. არჩევნებზე უარის თქმა, დაუსაბუთებლად, რომ არჩევნები გაყალბდა, მუდმივი დესტრუქციის გზა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა.

ადრე თუ გვიან, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ აბსოლუტურად, ეს არის გზა ჩიხური მიმართულებით და ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, თავიანთ დღის წესრიგს დაუბრუნდნენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს პროცესი დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნათლად და ღიად ჩანს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი