ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

12/4/2022

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია

Comments

Read Now
 
Picture
რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესზე, მათ შორის ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა და ხელოვნური დაბრკოლებები არ უნდა შეუქმნან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რისი მაგალითებიც გვახსოვს, განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადიოდნენ კანდელაკი და სხვები, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ უვიზო მიმოსვლა არ მიგვეღო ევროკავშირისგან. აქაც არა მარტო ნიშნები, პირდაპირ განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვითომ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ ვიმსახურებთ და ა.შ. ეს არის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის მცდელობა, რაც არის უპასუხისმგებლობა. მათ არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი