ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

14/4/2022

ომის პარტიას რომ ვეძახით, დაიჯერეს, რომ ვაჟკაცები არიან

Comments

Read Now
 
Picture
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ომის, არამედ ღალატის პარტიაცაა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტია ყველა ქმედებით ადასტურებს, რომ ქვეყანას ღალატობს.

„მათ რომ ომის პარტიას ვეძახით, ამასობაში, დაიჯერეს, რომ ვაჟკაცები არიან, ასე აღიქვეს, ასე გადათარგმნეს სათავისოდ. რეალურად, ამავდროულად, ეს არის ღალატის პარტია. „ნაცმოძრაობა“ ომის პარტიაა, რადგან ამ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად რომ შევიდეთ შინაარსში, რასაც ისინი აკეთებენ, ყველანაირი გაგებით, ეს არის ღალატის პარტია. ბევრი მიზეზი არსებობს, დაწყებული იქიდან, რომ თავის დროზე, ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული და, რუსი სამხედროების სასარგებლოდ, დამალეს ისკანდერის ნაწილები და დღემდე, რასაც ისინი აკეთებენ, მათი საუბრის, მათი ვორდინგისა და, განსაკუთრებით, ქმედებების შინაარსი არის ღალატი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი