ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

7/4/2022

ეკონომიკური საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად უახლოეს პერიოდში გადასადგმელი ნაბიჯები, მათ შორის, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები, ექსპორტის პოტენციალი, ტურიზმი და სამრეწველო-სასურსათო მარაგები.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წელს სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში დამატებითი მოცულობის დაკონტრაქტებას, რაც ქვეყანას გრძელვადიანი შესყიდვების საშუალებას მისცემს. საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ტურიზმის აღდგენის მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე დინამიკა დამაიმედებელია, კერძოდ, 2019 წელთან შედარებით ტურიზმის 70%-იანი აღდგენა ამ ეტაპზე პროგნოზის მიხედვით მიმდინარეობს.

ითქვა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა, ქვეყნის სამრეწველო და სასურსათო პროდუქციის მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის. საუბარი შეეხო ლოგისტიკურ საკითხებს, სატრანსპორტო ნაკადებსა და ტვირთნაკადებს, რომელიც საქართველოში მზარდია და კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას მოითხოვს"-ნათქვამია ინფორმაციაში.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი