ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

30/5/2022

გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მიღებაზე

Comments

Read Now
 
Picture
​ხშირად ისმის სკეპტიკური განცხადებები, პირველ რიგში უკრაინის მიმართ, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ასევე ჩვენზე და მოლდოვაზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენი მოლოდინი მაინც ოპტიმისტურია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამ ოპტიმიზმის მიზეზებსაც განმარტავს.

„პირველი, აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ვითარებაში საქართველოსთვის, უკრაინისთვის თუ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება და მეორე, ევროკავშირი აკეთებს კონკრეტულ გზავნილს, რომელიც უკავშირდება რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. კერძოდ, გზავნილი გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირს არ ეშინია რუსეთის რეაქციის და გამოხატავს სოლიდარობას 3 ქვეყნის მიმართ, რომელიც არის რუსული ოკუპაციის ქვეშ. რატომ არ შეიძლება გაჟღერდეს ეს გზავნილი უკრაინის, მოლდოვის ან საქართველოს შემთხვევაში? ეს იქნება აბსოლუტურად ალოგიკური და გაუგებარი. აქედან გამომდინარე, ყველაფრის მიუხედავად, იმ სკეპტიციზმის მიუხედავად, რომელიც არის, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით ევროკავშირის ქვეყნებში, გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც თავის გეგმებს განსხვავებულ სცენარზე აგებს, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი