ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

14/4/2022

საქართველო გაეროს არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წევრად აირჩიეს

Comments

Read Now
 
Picture
საქართველო გაეროს არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წევრად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს, როგორც კომიტეტის წევრს, შესაძლებლობა ექნება, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, წვლილი შეიტანოს კომიტეტის მუშაობაში.

„2022 წლის 13 აპრილს, ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს პლენარული სხდომის ფარგლებში გამართულ კონკურენტულ არჩევნებში, საქართველო, 2023-2026 წლების ვადით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წევრად აირჩიეს.

საქართველოს, როგორც კომიტეტის წევრს, შესაძლებლობა ექნება, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, წვლილი შეიტანოს კომიტეტის მუშაობაში, ხელი შეუწყოს გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუციით (1996/31) გათვალისწინებული პრინციპების განხორციელებას და გაერო-ს მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი