ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

8/6/2022

ომბუდსმენს ყველაზე მეტად მოეთხოვება სამართლიანი განცხადებები გააკეთოს

Comments

Read Now
 
Picture
​ომბუდსმენს ყველაზე მეტად მოეთხოვება დაბალანსებული და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს - გვარამია არის არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ლიდერი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს, მითუმეტეს ომბუდსმენს.

„რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს რეკომენდაციით მიმართოს პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე და საქმე გვაქვს იმასთან, რომ არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ არაერთი მხრიდან მცდელობას, რომ გვარამია, რომელიც გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც პროკურორის პოზიციაზე მუშაობისას პირდაპირ ამართლებდა რეიდებს ტელევიზიებში. სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ლიდერი გახლავთ. ეს გადაწყვიტა სასამართლომ, სადაც მას ჰქონდა საშუალება საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა,” - განაცხადა თალაკვაძემ.

სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართავს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად დაუსაბუთებელია.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი