ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

8/2/2022

ნაციონალების ქოლგა ნათელაშვილის ფანჩატურის მაგივრად

Comments

Read Now
 
Picture
ფრთიანი ფრაზა არსებობდა – შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური შეიცვალა ქოლგით. პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გიგი უგულავას განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ.

მისი თქმით, არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს.

„ფრთიანი ფრაზა არსებობდა – შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური შეიცვალა ქოლგით. პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, რადგან „ნაცმოძრაობის სატელიტად“ იწოდება ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიგი უგულავა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი