ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

20/2/2022

კეზერაშვილის ფულით ფინანსდებოდა არაერთი პარტია, საარჩევნო კამპანია და  ტელევიზია

Comments

Read Now
 
Picture
კეზერაშვილის კრიმინალური ფულით ფინანსდებოდა არაერთი პარტია, არაერთი საარჩევნო კამპანია და არაერთი ტელევიზია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლება არ ახმაურებდა ქოლ-ცენტრების საქმეს, რადგან გამოძიება მიდიოდა რამდენიმე ქვეყანაში. ინფორმაცია უნდა გახმაურებულიყო ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ. რამდენიმე თვის წინ ჩატარდა გერმანიისა და საქართველოს პროკურატურების ერთობლივი ბრიფინგი. ასევე პრესიდან და არა მხოლოდ პრესიდან არის ცნობილი, რომ ამ ყველაფრის უკან დგას და ერთ-ერთი მსხვილი ფიგურა არის დავით კეზერაშვილი. მისი კრიმინალური ფულით ფინანსდებოდა არაერთი პარტია, არაერთი საარჩევნო კამპანია და არაერთი ტელევიზია. ამას ჩვენ ადრეც ვამბობდით, მაგრამ ახლა ამას უკვე ღიად ამბობენ ის ადამიანებიც, ვინც ფინანსდებოდნენ. რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიას წამოაძახა და ამხილა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომ მისი საარჩევნო კამპანია დავით კეზერაშვილის მიერ ფინანსდებოდა. ყველამ იცის, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ ფინანსდებოდა სწორედ კეზერაშვილის მიერ. ბოლო დროს ორი სხვა ტელევიზიაც ამ დაფინანსების წყაროზე დაჯდა და ა.შ.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი