ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

17/6/2022

საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მისასალმებელი

Comments

Read Now
 
Picture
​მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ითხოვდა ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რომ დაფიქსირებულიყო ერთი სიტყვა - საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ეს სიტყვა არის დაფიქსირებული, შესაბამისად, საქართველოს აქვს პერსპექტივა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„რაც უკრაინის და მოლდოვის მიმართ არის, გასაგებია, ამ შემთხვევაში რამ გამოიწვია ეს განსხვავება. უკრაინაში არის ომი, თითქმის 50%-იანი ვარდნა აქვს უკრაინის ეკონომიკას, ყოველდღე იღუპებიან ადამიანები, ქალები, ბავშვები, იბომბება ქალაქები, სოფლები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა. უკრაინაში ომის გამო ასევე ძალიან მძიმე დღეშია სწორედ მოლდოვა. მოლდოვას მოსახლეობა რაც არის, იმის თითქმის ერთი მეხუთედი ლტოლვილი აფარებს თავს და უბრალოდ ორივე ქვეყანა არის ძალიან მძიმე დღეში. ამიტომ მოხდა დაჩქარება და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომ მათ დღესვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, თუმცა საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მისასალმებელი. რაც შეეხება რეფორმებს, რომელიც ჯერჯერობით ჩამოთვლილია ევროკომისიის წინადადებაში, ამ რეფორმებს საქართველო ისედაც ატარებდა და საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით გაცილებით წინ იყო, ვიდრე მოლდოვა ან და ძალიან ბევრი ის ევროპული ქვეყანაც, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან მრავალი წელია“, - განაცხადა სუბარმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი