ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

10/2/2022

ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი

Comments

Read Now
 
Picture
ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება – 10%-იანი შანსია, კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამშაბათამდე უმრავლესობის სხდომა ისევ გაიმართება და აღნიშნულ საკითხზე კვლავ იმსჯელებენ, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერის 10%-იანი შანსი არსებობს.

„ასეთი დაპირება არცერთ ჩვენგანს არ გაუცია, ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ამას განვიხილავდით, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ყველამ იცის, რომ არავის არ უწამებია მიხეილ სააკაშვილი. ასეთი დაშვება ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის დაშვება იმისა, რომ ასეთ რაღაცაზე შეიძლება, ვიმსჯელოთ. რაც გამოიკვეთა უმრავლესობის შიგნით პოზიცია, არა მგონია, რომ მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ ამ პოზიციას. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. გვქონდა დისკუსია ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით და საბოლოო ჯამში აბსურდთან დაკავშირებით არ ჩაითვალა მიზანშეწონილად კომისიის შექმნა. ყველამ იცის, რომ არავის არ უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.

რა თქმა უნდა, გარკვეული პლუსი შეიძლება ჰქონოდა ამ კომისიის შექმნას იმ კუთხით, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება დადგინდებოდა ყველას მიერ, თუმცა მეორე მხარეა, რომ თავის თავად უკვე ასეთი კომისიის შექმნა რაღაც პოლიტიკური აქტია და არ ჩაითვალა ამ პოლიტიკური აქტის განხორციელება მიზანშეწონილად უმრავლესობის მხრიდან. აბსურდთან დაკავშირებით კომისიის შექმნა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. ერთი მსჯელობა, ალბათ, კიდევ შედგება. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა მანამდე, სამშაბათამდე, თუმცა რასაც ვუყურებ, ალბათ, რაღაც 10%-იანი შანსი არის, რომ ასეთ კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი