ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

4/3/2022

ჩვენი მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში არის მტკიცე

Comments

Read Now
 
Picture
ჩვენი მთავრობა არის მტკიცე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში, პოლიტიკურ მხარდაჭერას რაც შეეხება. მეორე, ეს გახლავთ ჰუმანურობა, მნიშვნელოვანია, ის, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან დარჩენილი საქართველოში, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მთავრობის მიერ უკრაინისადმი გამოხატულ მხარდაჭერასა და საერთაშორისო ასპარეზზე ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„თუკი ჩვენი მთავრობის საქმიანობას შევხედავთ, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში სიმტკიცე. გუშინწინ, გაეროში, საქართველოს თანაავტორობით, მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელიც ამ აგრესიას გმობს. დღეს, ჩვენი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი იმყოფება პარიზში, სადაც იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა საკითხების კომიტეტების თავმჯდომარეების კონფერენცია, რომელზეც მიწვეული გახლავთ საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეც, სადაც შემუშავებული იქნა განცხადება, რომელსაც შესაბამისად მიუერთდება რა თქმა უნდა, საქართველოც.

ჩვენი მთავრობა არის მტკიცე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში, პოლიტიკურ მხარდაჭერას რაც შეეხება. მეორე, ეს გახლავთ ჰუმანურობა. მნიშვნელოვანი არის, ის, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან დარჩენილი საქართველოში. საქართველოს მთავრობა ზრუნავს მათ განთავსებაზე და საქართველოს მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა ლტოლვილების მიღებაზე, თუკი ამის საჭიროება იქნება, რომ საქართველოში განთავსდნენ. ასევე, საქართველოს მთავრობამ უკვე გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და მზად არის ეს დახმარება გააგრძელოს. მესამე ეს არის საქართველოს პოზიციების წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე და იცით, რომ გუშინ, საქართველოს პრემიერმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი და სწორედ ეს გახლავთ საერთაშორისო კუთხით საქართველოს მთავრობის მოქმედება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი