ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

17/5/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

Comments

Read Now
 
Picture
​საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები. პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, ასევე, აღნიშნა რომ ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი