ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

15/4/2022

„ნაცმოძრაობა” პარლამენტის დელეგაციის გარეშე დარჩა, რაც ლოგიკურია

Comments

Read Now
 
Picture
„ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის დელეგაციის გარეშე დარჩა, რაც ლოგიკურია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში გამგზავრებაზე “ნაცმოძრაობის” უარს.

პაპუაშვილის შეფასებით, გამოჩნდა, რომ მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების საფუძველი ვიზიტის ჩაშლა იყო.

„უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა და ბევრი საკითხი გაირკვა. უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის  ვიზიტი ჩვენი სოლიდარობის გამოხატვის ვიზიტი იქნება, რომელშიც ემოციური ნაწილი უფრო წინა ფლანგზე იქნება. ველოდები, რომ მეგობრული ვიზიტი იქნება.
ჩვენი სურვილია, ვიზიტი ამ კვირაშივე შედგეს. იცით, რომ უსაფრთხოების საკითხები არსებობს. უკრაინელ კოლეგებთან ყოველწუთიერ კონტაქტზე ვართ და ეს ვიზიტი აქედან გამომდინარე დაიგეგმება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით 8-დეპუტატიანი საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, დღეს გაემგზავრება.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი