ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

11/4/2022

განმარტებები ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს ევროკავშირისგან გადაეცა კითხვარი, რომელიც EU-სთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეტაპია.

კითხვარი წარმოადგენს ფორმალურ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ევროკომისია აფასებს განმცხადებელი ქვეყნების მდგომარეობასა და მზადყოფნას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა იგი არ არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ევროკავშირი ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს.
​კერძოდ, კითხვარი გამოიყენება იმის შესაფასებლად, მიენიჭოს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაიწყოს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მასთან მოლაპარაკებები.

კითხვარი მოიცავს როგორც მარტივ, ასევე კომპლექსურ კითხვებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, განხორციელებული რეფორმები, ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობები, ასევე კითხვები სოფლის მეურნეობის, კონკურენციის, სახელმწიფო შესყიდვების, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროების შესახებ.

კითხვარში შეკითხვების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ სახელმწიფოზე, მაგალითისთვის, ხორვატიას 4560-კითხვიანი კითხვარი გაეგზავნა, ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში კითხვების რაოდენობა 4666 იყო, მონტენეგროს 2178 კითხვა გაეგზავნა, ხოლო სერბეთს – 2486.

როგორც წესი, აპლიკანტ ქვეყანას 3-თვიანი ვადა ეძლევა, რათა კითხვარი შეავსოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კითხვარის შევსებისას ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დრო, ქვეყნებს შეუძლიათ უფრო დიდ ხანს მოანდომონ ამ პროცესს.

სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია კითხვარის საბოლოო შევსებამდე, აპლიკანტმა ქვეყანამ დამაზუსტებელი კითხვები გააგზავნოს და შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხები მიიღოს.

კითხვარი ინფორმაციის შეგროვების პროცესისა და შემდგომი დოკუმენტის მომზადებისთვის ძირითადი ელემენტია, მაგრამ არა ერთადერთი. ამის პარალელურად, ევროკომისიის ვებ-გვერდის თანახმად, კომისია ასევე ითვალისწინებს მის მიერ შექმნილი საექსპერტო მისიებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ანგარიშების შედეგებს, ასევე მასპინძლობს კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ, ევროკომისიამ უნდა შეიმუშაოს ერთგვარი შეფასების დოკუმენტი, იგივე „მოსაზრების დოკუმენტი“, რომელიც მოიცავს ვრცელ ანგარიშს, აპლიკანტი ქვეყნის მიერ კითხვარის შევსებისა და მისი შინაარსის შესახებ.

გარდა ამისა, იგი ასევე გულისხმობს დასკვნებსა და პოტენციურ რეკომენდაციებს ევროკავშირის საბჭოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

მოსაზრების დოკუმენტის მომზადების შემდეგ, კომისია მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, ევროკავშირის საბჭოს უგზავნის.

ამავდროულად, რიგ შემთხვევებში, თუ ქვეყანა საკმარისად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ევროკომისია დოკუმენტში ასახავს კონკრეტულ რეფორმებს, საკითხების, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც „ძირითადი პრიორიტეტები“, რომლებიც უნდა განხორციელდეს განმცხადებელი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლის მიზნით.

მაგალითისთვის, სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი 2009 წლის 22 დეკემბერს გააკეთა.

2011 წლის 31 იანვარს სერბეთმა საბოლოოდ შეავსო მისთვის გაგზავნილი კითხვარი, ხოლო იმავე წლის 14 ოქტომბერს ევროკომისიამ შეიმუშავა მოსაზრების დოკუმენტი, რომლითაც ძირითად პრიორიტეტებზე დაყრდნობით, დათანხმდა სერბეთისთვის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

მოგვიანებით, 2012 წლის პირველ მარტს, ევროკავშირის საბჭომ სერბეთს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი