ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

10/5/2022

საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი

Comments

Read Now
 
Picture
​საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა იგივე განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულებები რეალურად არ არსებობს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მათ არ აქვთ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე უკანონო და არასანქცირებული გადაზიდვები არ ხორციელდება.

“საქართველოს ტერიტორიაზე სანქციებისთვის არავითარი გვერდის ავლა ან რაიმე უკანონო და არასანქცირებული გადაზიდვები არ ხორციელდება. ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პარტიის წარმომადგენლის, არამედ – დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადება, რომელიც თავის სახელმწიფოს წარმოადგენს და ყველა სპეკულაციას პასუხი გაეცა მისი განცხადებით“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი